რეზონანსი
06.09.2024

საგურამოში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად „ჯვაროსნების" კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რთულ ჯგუფში მოვხვდით. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ, რომ წარმატებულად ვითამაშოთ.

ადვილად ვერავისთან მოვიგებთ. მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს იოლად მოუგებთო. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, საქართველოს ნაკრები ტოპ-გუნდია, მაგრამ ასე არაა. ახლა, ისევ ისე უნდა მოვინდომოთ, როგორც ევრო 2024-ზე. ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. მაგრამ ეს ურთულესი გზაა.

როგორ გადავეწყობით „მიხეილ მესხის" სტადიონზე თამაშზე? ჩემთვის უმჯობესია „დინამო", მაგრამ მთავარია, ტრიბუნები სავსე იყოს.

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობისას გაგვიჭირდა, ფიზიკურად ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან. ამიტომ ხვალ ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება მოგვიწევს".

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში ალბანეთს ესტუმრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×