
3 სექტემბერს, თბილისში, დაახლოებით დღის 13:00 საათზე, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა - ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი კი ლაშა ცაგარეიშვილია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
„ადამიანო პოზიტივო, სიკეთევ, ჩვენო მეგობარო. მშვიდად განისვენე".
„როგორი ბიჭი დავკარგეთ, უფალს ებარებოდე მხიარულო და გამორჩეულად ჭკვიანო".
„რა პატარა ასაკიდან გიცნობ, გული მტკივა. სიკვდილო, კიდევ რამდენ დედას უნდა წაართვა შვილი? შეხვედრამდე „ადამიანო",- წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე