რეზონანსი
04.09.2024

სოციალურ ქსელში გავ­რცელ­და გო­გო­ნას ვი­დეო, რო­მელ­საც ფოტოს გა­და­ღე­ბი­სას ჩქა­როს­ნუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ლი­ან­და­გებ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ცდი­ლობს, რა დრო­საც მას მა­ტა­რე­ბე­ლი უახ­ლოვ­დე­ბა. გაბ­მუ­ლი სიგ­ნა­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ას­წრებს უკან გა­წე­ვას და დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ტრან­სპორ­ტი, მსუ­ბუ­ქად ეჯა­ხე­ბა.

ვი­დე­ო­ზე ასა­ხუ­ლი გო­გო­ნა ნინი ლო­მი­ძეა. იგი მალევე “მოგ­ზა­ურ­თა კლუბ­ში“ და­წე­რილ პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც თა­ვად წერს, გა­დარ­ჩა და თავს კარ­გად გრძბობს: 

“გა­დავ­რჩი ვი­საც გე­წყი­ნათ და გა­ტა­ნა და სიკ­ვდი­ლი მი­სურ­ვეთ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ შემ­დეგ­ში“, - წერს გო­გო­ნა და შემ­თხვე­ვა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს.

“კარ­გად ვარ და მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის, ვი­საც მარ­თლა გულ­ზე მოგ­ხვდათ. ეს იყო, უბ­რა­ლოდ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დი, რომ ის ლი­ან­და­გი ძა­ლა­ში იყო და მა­ტა­რე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­და კვლავ. რო­დე­საც ხმა გა­ვი­გე გად­მო­ვე­დი და არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­ბა­რი­ტე­ბი­ან მა­ტა­რე­ბელს. თან ჩქა­როს­ნუ­ლი რო იყო არ ვი­ცო­დი. რო­დე­საც ხმა გა­ვი­გე და გავ­ხე­დე, არ ჩან­და - უცებ, წამ­ში ვი­ხე­დე­ბი და მივ­ხვდი რო გა­მარ­ტყავ­და. უკან ვი­ხევ და ვერ ვას­წრებ. არც მე­მან­ქა­ნის ბრა­ლია და არც არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. მეც ვერ გავ­თვა­ლე, რად­გან არ მე­გო­ნა რო გვერ­დებ­ზეც რა­ღაც ქონ­და ამ მა­ტა­რე­ბელს,“ - დაწერა ნინი ლომიძე.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×