რეზონანსი
01.09.2024

BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში, რამდენიმე დღის წინ მოკლული 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

მძევლები 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექს ლუბნოვი, 40 წლის კარმელ გატი და  27 წლის ალმონგ სარუსი იყვნენ. 6-ვე მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს.

"პირველადი შეფასებით, ისინი ცოტა ხნის წინ, ჰამასის ტერორისტებმა სასტიკად მოკლეს. თითოეული მათგანი ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა", – თქვა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად დაახლოებით, 250 ადამიანი აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×