
პროდიუსერი და მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს, რომელიც სპორტსმენების დაჯილდოებას შეეხება:
„პირობას ვდებ, რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე! ყველამ უნდა გაიგოს, ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე და ნებართვების მოსაპოვებლად!
გულის ამრევია, რაც მესმის. შინაური-გარეული მე აქ არ ვიცი! ამ ადამიანების გამო გვიტირია და ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყანა ისე უსახელებიათ, როგორც არავის!
ჩვენი ვალია ყველასი, რომ დავიცვათ ყველაფრისგან და მით უმეტეს, აფერისტებისგან!" - დაწერა ლაშა ბასლანძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე