რეზონანსი
30.08.2024

თეონა პაპიძე ჭიათურის ავტობუსში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს და საოცარი ამბავის შესახებ ინფორმაციას და ფოტო ავრცელებს:

"დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემეძლო არ გამეზიარებინა. ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით ავტობუსში, ახლობელს უხსნიდა ანალიზებისთვის ფული არ მეყო და უკან ვბრუნდები, ტყუილად ამოვედი,  ხვალ ისევ უნდა ამოვიდეო (ონკოპაციენტი იყო ასე ჩანდა საუბრიდან). ამ ადამიანმა, ავტობუსის მძღოლია უთხრა, თუ არ იუხერხულებთ მე დაგიმატებთ რაც გაკლდებათ მაგ თანხას და დღეს გაიკეთეთ ანალიზებიო. ქალმა ტირილი დაიწყო, სად გნახო მერე როგორ მეგცეო. არ მინდაო მძღოლმა მიუგო და არც ისე ცოტა თანხა აჩუქა. 

გული სიხარულით ამევსო, ძალიან სასიამოვნოა სიკეთის მომსწრე გახდე. სანამ არსებობენ ამ ადამიანისნაირი კეთილი ადამიანები, ქართველები არ გადავშენდებით. ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი. იცნობდეთ ბაჩო გაბაძე (ფოტოს გადაღება ვთხოვე აფიშირებისთვის არ გამიკეთებიაო წინააღმდეგი იყო, მაგრამ ძალიან ვთხოვე).

ეს მოხდა ჭიათურაში" - წერს თეონა პაპიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×