რეზონანსი
29.08.2024

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას - აცხადებს საპატრიარქოში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ოცნების" შეთავაზებაზე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით:

,,სახელმწიფოს მხრიდან ეს არის თავაზიანობის აქტი , რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე თანხმდება უმრავლესობა მღვდელმთავრებისა, რომ ეს მისაღებია. შემოთავაზება იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების , თუმცა ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირების იქნება, ამაზე მიდის ისევ მსჯელობა" ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.  

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს წინადადება, წინასაარჩევნო შეთავაზებაა:

,,ორი აზრი არ არის, ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის"- ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×