
რატომ ვერ მოხვდა მმართველი გუნდის თბილისის დელეგატებს შორის ბექა ოდიშარია? “ოცნების“ წევრი ამტკიცებს, რომ ის აქამდე მხოლოდ მაჟორიტარი იყო და ახალი კანდიდატი პარტიის საერთო გადაწყვეტილებით შეირჩა.
"დელეგატობის ახალი კანდიდატი არ მოგეწონათ? მე დელაგატი არ ვყოფილვარ, მაჟორიტარი ვიყავი, ეს არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვქონდა“, - განუცხადა "ტვ პირველს" ოდიშარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩააბარეს მას მთაწმინდის რაიონი, დეპუტატი ამბობს, რომ არავის არაფერი არ ბარდება - “კონსტიტუცია წაიკითხეთ, პარლამენტარი არის მთელი საქართველოს წარმომადგენელი“.
რაც შეეხება საარჩევნო სიაში მის ყოფნას, ოდიშარიას თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო, ქვეყნის პრემიერი, შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე იტყვიან ამის შესახებ.