რეზონანსი
19.08.2024

ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისა და აშშ-სგან, რომ სწორედ ფარცხალაძის მსგავსი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს.

„საერთაშორისო კრიმინალი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი და „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანის ნაწილი, ამიტომ რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისგან და აშშ-სგან, რომ სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×