რეზონანსი
17.08.2024

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, აკრძალვა, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციის ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილს წარმოადგენს, უკვე ძალაშია.

აკრძალვა დაფინანსების მხოლოდ ახალ მოთხოვნებს ითვალისწინებს და უკვე დამტკიცებულ დახმარებას არ შეეხება და მათი მიწოდება გაგრძელდება.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს თხოვნით 5 აგვისტოს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×