რეზონანსი
13.08.2024

ახალი ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, ქვეყანა გზის გასაყარზე დგას, ამიტომ დროა, ერთობით ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს.

„მაშინ, როდესაც ყოველ დღე სცემდნენ ჩვენ გულანთებულ შვილებს, ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა მივიღეთ თქვენგან მნიშვნელოვანი დავალება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს შევცალოთ რუსული ხელისუფლება. წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის 20-წლიანი მმართველობის სისტემა, რომელმაც ბევრი სატკივარი მოუტანა ქვეყანას. წარსულს უნდა ჩავაბაროთ სიღარიბე, უმუშევრობა და დავაბრუნოთ სიამაყის რწმენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით კოალიცია, რომელსაც გამარჯვება გვაერთიანებს. ჩვენ ვხვდებით ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი კოალიცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დღეს ჩვენ კიდევ ვძლიერდებით და ეს ადგილი ტყუილად არ არის შერჩეული", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×