რეზონანსი
12.08.2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლებიდან „ენგური" და „იბერია" სპეციალურად დაკომპლექტებულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქებში სოლო კონცერტები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კონცერტები „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის" ფარგლებში შედგა, რომელიც მარნეულის მერის მოადგილის თემურ შუბითიძის ინიციატივით განხორციელდა. მარნეულის მერის მოადგილე მარტის თვეში, „მსოფლიო თეატრის დღის" ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ ლანგფანგში იმყოფებოდა, სადაც დაიგეგმა ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ჩინური ტრადიციული თეატრის „სიჩუს" ერთობლივი კონცერტები. ასევე, ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქალაქ სიანსა და ჰუანგანგში.

აღსანიშნავია, რომ სოლო კონცერტები ქალაქ სიანში, ჰუანგანგსა და ჰიშუიში გაიმართა, სადაც ჩინელმა მაყურებელმა პირველად იხილა ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია. ასევე, მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ქალაქ ვუჰანში, „ეროვნული საბავშვო ხელოვნების დაჯილდოების ცერემონიალზე".

კონცერტებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ოფიციალური დელეგაციის წევრები და აღნიშნული ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კულტურის ცენტრის მოცეკვავეები ჩინეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ, რომლებსაც ჩინეთის მხარემ უმასპინძლა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×