რეზონანსი
12.08.2024

ლაშა ტალახაძის ექიმი გიორგი ჭინჭარაული ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ოქროს მედლის მოპოვების ამბავსა და იმ ემოციებს იხსენებს, როცა ორივე სპორტსმენმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მისი თქმით, როდესაც გენოს შეჯიბრი დასასრულს უახლოვდებოდა, მოსალოდნელი ემოციების გამო, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ეტყოდნენ თუ არა ლაშას გადამწყვეტი ბრძოლის შედეგს.

როგორც ექიმის ამბობს, ორივე სპორტსმენის გამარჯვებამ საქართველოს ზღვა სიხარული მოუტანა.

"ძალიან მაგარი საღამო იყო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ვინც ამ ორ ადამიანს განსაკუთრებით ქომაგობდა.

ვუყურებდით, გენო ასპარეზობდა, ბოლოსკენ რომ მიდიოდა სიტუაცია, ვფიქრობდით, ლაშასთვის გაგვეგებინებინა თუ არ გაგვეგებინებინა, არც ის გვინდოდა, დიდი სიხარულით, ეიფორიაში შესულიყო იმიტომ, რომ ამხელა წონები ჰქონდა ასაწევი, არც ის გვინდოდა, გენოს როგორც ჰქონდა დაგეგმილი, ისე რომ არ მომხდარიყო და ეს გაეგო ლაშას - იმაზეც გული დაწყდებოდა და ისიც ცუდი იქნებოდა. როგორც იქნა, რომ დააგდო და დამთავრდა, მოიგოო - იძახდა ლაშაც, ეს იყო ზღვა სიხარული", - იხსენებს ჭინჭარაული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×