რეზონანსი
10.08.2024

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო. ორთაბრძოლის პირველი ნახევარი გენომ 10:1 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ინიციატივა ხელიდან გაუშვა და შეხვედრის დამთავრებამდე 38 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა მოჭიდავემ შეძლო მობილიზება და ოქროს მედლის მოპოვება.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.

პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×