
გიორგი მიქაუტაძის დედა, ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. Geo Team მას ქართველი ბომბარდირის დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად ავრცელებს:
„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“, – წერს გიორგი მიქაუტაძის დედა ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე