რეზონანსი
04.08.2024

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია სტუმრად იყო მიწვეული გადაცემაში „ნოესთან“. ექიმმა გაიხსენა ერთი პაციენტის ისტორია, რომელიც დედამთილმა მოწამლა.

„მოვიდა პაციენტი სახის დამბლით. ვეუბნები რა მოხდა? დედამთილმა მომწამლაო. ის ქალი არ დასჯილა. როცა დავფეხმძიმდი ამ ქალს არ უნდოდა რომ შვილი გამეჩინაო, და მომცა რაღაც წამალიო, ანუ მუცლის მოსაშლელი. ამ წამალმა გამოიწვია თრომბის წარმოქმნა და საბოლოოდ, განუვითარდა სახის პარალიჩი. ინტერნეტშია გავრცელებული ვიდეო, როგორ მეხვევა ის გოგო. თვალს ვერ ახელდა, ძალიან რთული ოპერაცია იყო, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს, მე გავაკეთე უფასოდ. იმიტომ რომ პარალიზებულ ადამიანს ამ თანხის გადახდა არ შეუძლია, წარმოუდგენელია“, - გაიხსენა ციცინო შურღაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×