რეზონანსი
31.07.2024

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა.

"23 მაისს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს საქართველოს ხელისუფლებას მოუტანდა.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. მანამ, სანამ ჩვენ, ამ ქმედებების გამო, საქართველოს ხელისუფლების დახმარებას ვაჩერებთ, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების დახმარებას, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებას.

ჩვენს, ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32-წლის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით დახმარება გაიღო, რამაც წვლილი საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადაამზადა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევროტლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით, - ნათქვამია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×