რეზონანსი
31.07.2024

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, - რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს.

ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას გასცემს, რომ რუსეთის რეგიონულმა ხელმძღვანელობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან იმავე რაოდენობის, 400 ათასი რუბლის ოდენობის, გადასახადი გამოყონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×