რეზონანსი
31.07.2024

ამ დილით ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.

ჰამასის განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მოკლულია ჰანიეს ერთ-ერთი მცველიც, დაწყებულია გამოძიება.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×