რეზონანსი
22.07.2024

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვრობს. წლე­ბის შემ­დეგ შეძ­ლო და თან წა­იყ­ვა­ნა შვი­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ მო­უ­ყო­ლია, ამ­ჯე­რად მის შესახებ ისეთ დე­ტა­ლებს, რო­მელ­ზეც აქამ­დე არ უსა­უბ­რია:

„ჩემი მე­უღ­ლე გა­ვი­ცა­ნი სამ­სა­ხუ­რის ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ის ახალ ასის­ტენტს ეძებ­და დე­და­მი­სის­თვის. ძვე­ლი ასის­ტენ­ტი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. ქალ­ბა­ტო­ნი ფი­ლას როტ­შილ­დი ხუთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მარ­თავ­და, მან და­ა­არ­სა “დულა” - პროგ­რა­მა მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც მარ­ტო­ო­ბა­ში უწევ­დათ გარ­დაც­ვა­ლე­ბა და არა­ვინ არ ჰყავ­დათ გვერ­დით. 

 სიყ­ვა­რუ­ლით არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ, თუმ­ცა ასე და­უ­კი­თხა­ვად და და­უ­ფიქ­რებ­ლად მეწ­ვია ეს გრძნო­ბა და და­მაბრმა­ვა. ვე­რას­დროს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი რომ მა­მის ხელა კაცი თავ­და­ვი­წყე­ბით შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. კარ­გმა ურ­თი­ერ­თო­ბამ, სით­ბომ, ყუ­რა­დღე­ბამ, პა­ტი­ვის­ცე­მამ და და­ფა­სე­ბამ მო­ი­ტა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მარ­ტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? - სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. მარ­ტი­ვი არ იყო და არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან დღემ­დე ვი­ღებ სა­ში­ნელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხალ­ხის­გან, რომ მე ახალ­გაზ­რდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმ­სა­ხუ­რებ, რომ ამ კაც­თან მარ­ტო ფუ­ლის გამო ვარ და სხვა არა­ფე­რი. ფული რომ არ ჰქონ­დეს არ გეყ­ვა­რე­ბო­დაო. აი, რა იცით, თქვენ? - სიყ­ვა­რულ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იცის. ისე ვარ მინ­დო­ბი­ლი ამ ადა­მი­ანს, რომ ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მშვი­დად ვი­ცხოვ­რებ­დი მას­თან.

ორი ძმა დღემ­დე არ ელა­პა­რა­კე­ბა, რად­გან მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო დე­და­მი­სის დამ­ხმა­რეს ცო­ლად მოყ­ვა­ნა. ორი­ვე სნო­ბი ადა­მი­ა­ნია და თავ­ში აქვთ ავარ­დნი­ლი ფული, კლა­სი, კარ­გი ცხოვ­რე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ნა­ირ ოჯა­ხურ შეხ­ვედ­რებს, დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და ზე­ი­მებს ჩა­მო­ა­შო­რეს. ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა იმის­თვის, რომ იყო ბო­რო­ტი და ცუდი ადა­მი­ა­ნი. სა­მა­გი­ე­როდ მე­სა­მე ძმას ვუყ­ვარ­ვარ და ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. სა­უ­ბე­დუ­როდ ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ის ორი ძმა, და­სა­ნა­ხა­ვად ვერ მი­ტა­ნენ. ორი­ვეს ვძულ­ვარ და ვე­ზი­ზღე­ბი. რომ ჰკი­თხო რა­ტომ, გე­ტყვი­ან, რომ მე მათი ოჯა­ხის შე­სა­ფე­რი­სი არ ვარ. 

ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ვარ, შვი­ლის გა­ჩე­ნა შე­მიძ­ლია და ამათ ის ვერ მო­უ­ნე­ლე­ბი­ათ, რომ მა­მა­მი­სის ქო­ნე­ბა­ში შე­ვე­ცი­ლე­ბი და ახლა კი­დევ შვი­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნო, ჩემს შვილ­საც ზუს­ტად იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა, რო­გორც მათ.

გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვი, შტე­რი ვარ, ან აქამ­დე, ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ ვიც­დი­დი. უკვე უნდა მყო­ლო­და შვი­ლი. აქამ­დე ღმერ­თის­თვის და სამ­ყა­როს­თვის არ მი­თხო­ვია, ახლა კი მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი ვთხოვ, რომ ერთი ჯან­მრთე­ლი ბიჭი მა­ჩუ­ქოს, რომ ალექ­სან­დრეს თა­ვი­სი ოც­ნე­ბა ავუს­რუ­ლო, რო­გორც მან ამიხ­დი­ნა ყვე­ლა ოც­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი პა­ტა­რა “ბა­რო­ნი” ვა­ჩუ­ქო. ღმერ­თო, დამ­ლო­ცე და ბავ­შვი მა­ჩუ­ქე. გო­გო­ებს სას­ტი­კად არ უნ­დათ, რომ ჩვენ შვი­ლი გვყავ­დეს. პა­ტა­რა 20 წლის გო­გო­ნა ყვე­ლა ხრიკს იყე­ნებს, ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობს, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ნა­ირ ბო­რო­ტე­ბა­ზე ძლი­ე­რია და მაღ­ლა დგას. სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს და და­ა­მარ­ცხებს ბო­რო­ტე­ბას. ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა შენი ქმრის შვი­ლე­ბი “მო­სამ­სა­ხუ­რეს” გე­ძა­ხი­ან, გამ­ცი­რე­ბენ, გა­ბუ­ლინ­გე­ბენ, მაგ­რამ მე დიდი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს ღირ­სე­უ­ლად ვი­ტან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ არ მაქვს და ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ასე ჯო­ბია. ბევ­რჯერ ეცა­და ალექ­სან­დრე ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მაგ­რამ მათი სნო­ბუ­რი და თავ­ში ავარ­დნი­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა. არ უნ­დათ! ვი­საც მე არ ვუნ­დი­ვარ, მეც არ მინ­და! ჩემს გა­რე­შე აქვს ჩემს ქმარს მათ­თან ურ­თირ­თო­ბა. 7 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ და დღემ­დე არ მა­ღი­ა­რე­ბენ, რო­გორც მა­მა­მი­სის ცოლს. იმ­ხე­ლა ზი­ზღი აქვთ, რომ მე­ცო­დე­ბი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნე ცხოვ­რობ­დე ზი­ზღით და ბო­რო­ტე­ბით, რამ­ხე­ლა ტვირ­თია.

რა გი­თხრათ აბა, კაცს უმა თურ­მა­ნი რომ გე­ყო­ლე­ბა გელფ­რენ­დად და მერე კა­ხელ ცის­ნა­მას მო­იყ­ვან ცო­ლად, არის შოკი შვი­ლე­ბის­თვის და ოჯა­ხის­თვის, აბა არ არის?! ასე იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - განუცხადა "ამბებს" ცისნამი საყვარლიშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×