რეზონანსი
19.07.2024

ერთ–ერთ ინტერვიუში, ფეხბურთელ გიორგი გველესიანს კითხვა  საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების წარმატებასთან დაკავშირებით დაუსვეს. კითხვის შინაარსი მოიცავდა შემდეგს - კიდევ ფიქრობს თუ არა გველესიანი, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა.

„ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის.  მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს” – განაცხადა გველეიანმა.

გველესიანის ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა მოჰყვა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეც კი გამოეხმაურა.

ინორმაციისთვის, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა.  ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს, 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც პლეი ოფში ითამაშებენ.

პლეი ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×