რეზონანსი
15.07.2024

13 ივლისს ახალგაზრდა მომღერალი, ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი მაცაცაო ხოჯავა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. როგორც იგი წერს, მომღერალი მუცლის აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

„ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოვ! ყველას უღრმეს მადლობას  გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის,თანაგრძნობისთვის. მაპატიეთ თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად  ვერც, არც  წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ  შემწევს...

ძალიან ვწუხვარ, რომ  საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის  ურთულესი,ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ  თემაზე მიწევს პოსტის დაწერა... უმორჩილესად გთხოვთ ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს. (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე). უსაშინელესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელ ქვეყანას...

გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა... არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს... გაიგეთ, შეიგნეთ, რომ  ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით!!! ხვიჩა დაიღუპა მუცლის  აორტის ანევრიზმით.

P.S.სამწუხაროდ, არა მგონია იმის მარჩიელობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს და დეზინფორმაციების ვრცელება თუ რით დაიღუპა ხვიჩა, ვიდრე ის, რომ მართლა გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“ - დაწერა მაცაცო ხოჯავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×