
ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრი „nazaraliev medical", რომელიც ყირგიზეთში მდებარეობს, სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის, ნიკა წულუკიძის ვიდეოს აქვეყნებს.
ნიკოლოზ წულუკიძე მსახიობ გიორგი ყიფშიძესთან ერთად კლინიკაში იმყოფება და ვიდეოში მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
„მეორე დღეა რაც ჩამოვედით, დღეს პირველი კომა გაუკეთეს გიორგის. ახლა გამოიყვანეს, დაწვა პალატაში და რამდენიმე საათი იქნება ასე. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ და სპეციალური პროცედურები უტარდება. სულ ერთთვიან მკურნალობაში რამდენიმე კომა განმეორდება. გამომდინარე იმ სტაჟიდან, რაც დამოკიდებული ხარ სხვა და სხვა ნივთიერებაზე. ვუსურვოთ გიორგის ჯანმრთელობა და მაგრად ყოფნა", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე