რეზონანსი
28.06.2024

დაიკარგა 20 წლის ნინიკო გიორგაძე. ის სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე აღარ გასულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ნათია გვანცელაძე ავრცელებს. 

„გთხოვთ, გაავრცელეთ. ვეძებთ! დაიკარგა ნინიკო გიორგაძე, 20 წლის. სახლიდან გავიდა 26 ივნისს, დაახლოებით, დღის 4-5 საათისთვის. კონტაქტზე აღარ გამოსულა. გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 33 43 29“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×