რეზონანსი
26.06.2024

ლადო ბურ­დულს 21 ივ­ნისს, სა­კუ­თა­რი სკუ­ტე­რით ავა­რია მო­უ­ვი­და. რო­გორ გრძნობს მუ­სი­კო­სი ახლა თავს და რა მოხ­და 5 დღის წინ? მუსიკოსი "ამბებს" ესაუბრა:

"მუხ­რუჭ­მა მიმ­ტყუ­ნა და მი­წა­ზე მოვსრი­ალ­დი, იქ, ვფიქ­რობ რა­ღაც სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა ეყა­რა. დიდი მან­ქა­ნე­ბი­დან რომ ცვი­ვა ხოლ­მე... ისე მოხ­და, რომ ცხვი­რი ბე­ტონს და­ვარ­ტყი. არა­და, სახ­ლში ოქ­რო­ყა­ნა­ში მოვ­დი­ო­დი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გზა იყო, სა­ცო­ბი, მან­ქა­ნე­ბი, რო­გორც ვთქვი, მშვი­დად ვმოძ­რა­ობ­დი.

ცხვი­რი მომ­ძვრა სა­ერ­თოდ. მი­მა­კე­რეს... ხალ­ხი გვერ­დით და­მიდ­გა, ბე­დად იქ შო­რე­უ­ლი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მიყ­ვა­ნა. მოკ­ლედ გა­დავ­რჩი, თუმ­ცა დარ­ტყმა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. სა­ხის ძვლე­ბი მაქვს მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­ტე­ხი­ლო­ბე­ბით. ერთ-ერთი რთუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თვალ­თა­ნაა და არ უნდა და­იძ­რას, სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. ახლა ერთი თვეა რთუ­ლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩეს და ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. თან ხა­ზო­ვა­ნი ნა­ტე­ხე­ბია.

ნამ­დვი­ლად უფალ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა... ერთხე­ლაც მქონ­და ასე­თი მძი­მე შემ­თხვე­ვა. სამი წლის წინ, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე ავ­ტო­ბუსს და­ვე­ჯა­ხე... იქაც რა­ღაც ისე­თი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა, მე­გო­ნა, ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­დე­ბო­და და ვერ გა­ჩერ­და... მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. მა­შინ მთე­ლი ნეკ­ნე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი მქონ­და და მყე­სე­ბი გა­დაგ­ლე­ჯი­ლი... ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, როცა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მივ­ყა­ვართ, ჩემი და­ნახ­ვა ყვე­ლას უხა­რია. ჯერ სა­ნამ და­მი­ნა­ხა­ვენ, ტრა­გი­კუ­ლი სა­ხით არი­ან და მერე რომ შე­მომ­ხე­და­ვენ, - უი, ლადო ბურ­დუ­ლი, - არის ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი.

ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა მან­ქა­ნა­ზე გა­და­ჯე­ქიო. გა­დავ­ჯე­ქი, მაგ­რამ მივ­ხვდი, მან­ქა­ნა ჩემი არ არის. 7 თუ 15 ავა­რია გა­ვა­კე­თე. სა­დაც ლა­მაზ გო­გოს და­ვი­ნა­ხავ­დი, თავს ვატ­რი­ა­ლებ­დი და რა­ღა­ცას ვე­ჯა­ხე­ბო­დი. მო­ტო­ციკ­ლეტ­თან შიდა დი­ა­ლო­გი მაქვს... როცა მას­ზე ზი­ხარ, იცი, რომ პირ­და­პირ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი..." - განაცხადა მომღერალმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×