რეზონანსი
15.06.2024

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.

„უკვე 18-ში თამაში გვაქვს და ყველა მოუთმენლად ველოდებით, როდის დაიწყება შეხვედრა. ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ. ფეხბურთელები მზად ვართ და 18-ში მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ვილი სანიოლის გუნდი სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×