რეზონანსი
13.06.2024

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) სომხეთის წევრობის გაყინვის შემდეგ მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ორგანიზაციიდან გასვლა იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„როდის მოხდება ეს, ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ - შესაძლოა, ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან სამ წელიწადში", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ოფიციალური ერევნის ასეთი პოზიცია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკით არის განპირობებული.

„კუხო-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მონაწილეობდა [მთიანი ყარაბაღის] 44-დღიანი ომის მომზადებაში, მხარს უჭერდა, სჯეროდა და გამარჯვებას უსურვებდა აზერბაიჯანს. ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტთან კუხო-ს ფორმატში რაიმე საკითხებზე უნდა ვიმსჯელო? ვიდრე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება, მე ამ ქვეყანაში აღარ ჩავალ" - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×