რეზონანსი
10.06.2024

პროცესები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი ევროკავშირის ელექტორატისთვის, ეს ყველასთვის საგულისხმო და დასაფიქრებელი ფაქტია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ევროპის ელექტორატმა მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე არსებობდა ევროპარლამენტში. ბევრ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ამ არჩევნების შემდეგ განვითარდა ისეთი პოლიტიკური პროცესი, როგორიცაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცალკეულ ქვეყნებში პირველი პირები გადადგნენ და ასე შემდეგ.

ამან აჩვენა, რომ, რეალურად, იმ პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ ევროპარლამენტში პროცესებს და ევროკავშირის პოლიტიკას, მოსახლეობამ იმ მასშტაბით არ გამოუცხადა ნდობა, როგორც დღემდე იყო. რა თქმა უნდა, ეს საგულისხმოა და დასაფიქრებელი ფაქტია ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მეგობრებისთვის, რადგან პროცესები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×