რეზონანსი
10.06.2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი მოქმედებს, ვიდრე ქართული გამჭვირვალობის კანონია.

„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×