რეზონანსი
08.06.2024

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკაში" მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ყოველთვიური მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.

„პირველი კვარტლის მაჩვენებელი საშუალოდ 9%-იან ეკონომიკური ზრდაა, აპრილის მაჩვენებელი თითქმის 12%-იანი, აღმავალი ტრენდია, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები უნდა დაზუსტდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წინდახედული, კონსერვატორული თუმცა, რომ გამოვიდეთ კონსერვატორული ჩარჩოებიდან და პროცესი შევაფასოთ, არც გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, რადგან 4 თვის ტენდენცია აქეთკენ მიუთითებს", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×