რეზონანსი
29.05.2024

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ტრისტან სარალიძის პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. კოლეგებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პატივის მიაგეს ტრისტან სარალიძის ხსოვნას. გაიხსენეს მსახიობის შემოქმედებითი გზა.

ტრისტან სარალიძე, 1980 წლიდან, იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარულის ყველას უნდა" შესრულებულმა როლმა. ის 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობს ხვალ ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×