რეზონანსი
29.05.2024

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პარტნიორების მხრიდან სანქციებს არ ელოდება.

მისი თქმით, ქვეყანას საგარეო მიმართულებით გაცხადებული პრიორიტეტები აქვს.

„ეკონომიკაზე პოლიტიკური არასტაბილურობა, ზოგადად არასტაბილურობა და სხვა და სხვა საფრთხე აისახება. ეკონომიკა მგრძნობიარეა და ეკონომიკის აგენტები და კონტრ აგენტები ამაზე მყისიერად რეაგირებენ. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტები, როგორიც მაგალითად, სავალუტო კურსთან დაკავშირებით იყო.

რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქაც უალტერნატივოა დიალოგი და კომუნიკაცია. ასეთი პოლიტიკური მღელვარება არაერთი გვქონია. ჩვენ, გაცხადებული პრიორიტეტი გვაქვს ძალიან მკაფიო, ეს უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროპასთან მეტ თანამშრომლობას და ეს ყველაფერი გაგრძელდება იმ რეჟიმში, როგორც არის განცხადებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×