რეზონანსი
28.05.2024

ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე.

"იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. დღეს მეტი სასაუბრო არაფერი არ არის - არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ", - განაცხადა მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×