რეზონანსი
27.05.2024

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

„დღეს ჩვენ [ესპანეთის] პრემიერ-მინისტრთან [პედრო სანჩესთან] გავაფორმეთ უსაფრთხოების შეთანხმება ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ძალიან მადლობელი ვარ ამ შეთანხმებისთვის. მართლაც, მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია. მიმდინარე წლისთვის ჩვენ დავაფიქსირეთ მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, ხოლო 2027 წლამდე - 5 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ესპანეთის მხრიდან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×