რეზონანსი
10.05.2024

გაგვლახავენ და ავდგებით, „რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ - გამოვალთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

„გაგვლახავენ და ავდგებით, "რობოკოპებით" გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას.  მე მახსოვს, ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს დაგვიშავებენ. არავინ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. 

შსს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი იარაღი და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი,“ - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×