რეზონანსი
02.05.2024

Anonymous ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ვებგვერდები გათიშეს.

"საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და გააგრძელეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და ზიანის მიყენება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ყველა ვებგვერდ რესურსის დაზიანებასა და გათიშვას. ეს არ არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება", - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ წუთებში POSTV-ის საიტზე შესვლა ისევ შეუძლებელია, თუმცა მმართველი პარტიის ვებგვერდი, სავარაუდოდ, კვლავ აღადგინეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×