რეზონანსი
30.04.2024

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ და ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს.

დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე სხედან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, „ქართული ოცნების" წევრები შესაძლოა, პოლიციამ ინგოროყვას ქუჩის მხრიდან გაიყვანოს.

მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან დგას პოლიციის კორდონი, ხოლო ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×