რეზონანსი
13.04.2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ტყეში, ნაწამები იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მათი თქმით, დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო.

„ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი, უვნებელი იყო...საწყალი ბიჭი წამებით მოკლეს. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს...სოფლიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს წამებით. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს," - ამბობენ ადგილობრივები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

წყარო: მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×