რეზონანსი
13.04.2024

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.

როგორც ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა. მისი შეფასებით, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს.

„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს. ბუნებრივია, ყველასათვის ძნელად მოსასმენია, რომ ახალგაზრდა ბიჭმა 9 წელი ციხეში უნდა გაატაროს, მაგრამ აქ საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და დანაშაულს, რომელიც ჩადენილია სამართალდამცავების მიმართ. პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა ოპოზიციას და თან ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა.

თუმცა, ავიწყდება, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ვეღარავინ შეძლებს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რაზეც წლებია უკვე ოცნებობენ. მათ შორის, ვერ შეძლებენ ვერც ქვეყნის გარედან, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯონ საკუთარი ენჯეოებით ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად - მიხეილ სააკაშვილი. სადაც ამდენი იკადრა ზურაბიშვილმა და საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, რატომ არ შეიწყალებს ყველაზე დიდ დამნაშავეს? ოღონდ, ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს? ახლა, გაზაფხულზე თუ არჩევნების პიკში, შემოდგომაზე? როგორც ყველა დანარჩენში, აქაც მწარე მარცხს განიცდიან. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია ქართველი ხალხისგან - მშვიდობის, სტაბილურობის და ჭეშმარიტი ევროპული გზის სასარგებლოდ", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×