|

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება. გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც მაისში დასრულდება.
„მიმდინარე წელს დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება: 1. უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა-გვირაბის მშენებლობა; 2. წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელთან) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გზის რეაბილიტაცია და გაფართოება; 3. წყნეთის გზატკეცილის N6 -დან სიკო დოლიძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 4. წყნეთის გზატკეცილზე, სიკო დოლიძის ქუჩიდან ბაგების ხიდის კვანძამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 5. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; 6. 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩის რეაბილიტაცია, ინგოროყვას ქუჩის და რუსთაველის გამზირის მონაკვეთში; 7. სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია და 8. სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|