|

ვეტერანი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ის “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, სპორტსმენების კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სპორტსმენებს დაანებონ თავი და ნუ რევენ ამ ყველაფერში.
"ფეხბურთში თუკი რამე ასაკობრივი ნაკრები იყო, ყველგან ვითამაშე და ახლა გულით ვიტყვი ამ ყველაფერს. გამოდიან ეს ჟურნალისტები, გვარამიები, ეს არაკაცები და ყველანაირად ცდილობენ სპორტსმენებს ტვინი აურიონ. დაანებეთ ამ სპორტსმენებს თავი. გამოვიდა მდინარაძე და თქვა: “დაანებეთ სპორტსმენებს თავი“. სპორტსმენებს ნუ რევთ ამ ყველაფერში. ახლა აღარ ვთამაშობ და თავს მივცემ უფლებას [ვთქვა], ესენი არიან ნაძირალები და ამათ ქვეყანა არ უყვართ, დამიჯერეთ. ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა არიონ. არც სიმშვიდეს აფასებენ ქვეყანაში და არაფერს. ენჯეოშნიკები თუ ვინც ხართ, ვერ ეღირსებით. ყველაფერზე “რუსული კანონი, რუსული კანონი“. ამ ახალგაზრდებს გინდათ ტვინი აურიოთ და ვერ აურევთ ტვინს და ამ სპორტსმენებს კიდევ, დაანებეთ თავი. ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ჩვენი ბიჭები და იმედია გვასახელებენ. მაგარი ბიჭები ხართ ბიჭებო და ჩემს ქვეყანას და ჩემს საქართველოს კიდევ წარმატებებს ვუსურვებ. ყველაფერი კარგად იქნება," - აცხადებს ბექა გოცირიძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|