რეზონანსი
07.04.2024

სიძულვილის პროპაგანდას სამოქალაქო საზოგადოება სიყვარულით პასუხობს. ბანერები, რომლითაც რუსულ კანონს ამართლებდნენ და სხვებს გმობდნენ, ახლა ევროკავშირის დროშის გამოსახულებიანი სტიკერებით არის ჩაანაცვლებული. თაობა, რომელიც მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგა და რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა, ფიქრობს, რომ ევროკავშრისკენ მიმავალ ქვეყანაში სიძულვილის ადგილი არ არის. "ევროკავშირში სიყვარულით მივდივართ" - ამ გზავნილებით თბილისის ქუჩები უკვე აჭრელებულია.

ჩემმა მეგობარმა დაინახა, რომ ამ ტერიტორიაზე რაღაც პოსტერები იყო გაკრული, რომელიც ჯგუფში ჩააგდო და რომ ვნახეთ არ გვესიამოვნა გულწრფელად. გვგონია, რომ ის, რაც აქ აქამდე იყო, იყო სიძულვილის ენა და სიძლვილის ენა არ გვგონია, რომ სადმე წაიყვანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ გვინდა, ცოტა ხანშ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება ყველა ადამიანი და ღირსეულად იცხოვრებს ყველა ქართველი. ამ ჟესტით გვინდოდა გვეთქვა,რ ომ სიძლვილის ენა გამოსავალი არ არის, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×