რეზონანსი
30.03.2024

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რათა წერტილი დაესვათ საკითხისთვის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, - ამის შესახებ ანტიპროპაგანდისტულ კანონზე საუბრისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თავისი პოზიცია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით დააფიქსიროს.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რათა წერტილი დაესვათ საკითხისთვის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ეს არის მოცემულობა და ამის საწინააღმდეგოს მტკიცების სივრცე არ არსებობს. თუ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ეს საკითხი აქტუალურია, დღის წესრიგშია, ამაზე ხდება შესაბამისი პოზიციონირება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უცხო არ არის ქართული რეალობისთვის,

ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თქვას, ემხრობიან თუ არა საკითხს, რომ სკოლებში, ბაღებში შეტანილი იყოს სწავლება, რომ თვითაღქმაზეა დამოკიდებული, ბიჭი იქნება ბავშვი თუ - ქალი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×