რეზონანსი
21.03.2024

როგორც ტონი, ასევე შინაარსი აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადების კომენტირებისას.

საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. მტკიცებულებების გარეშე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქვეყანას რუსეთის სანქციების გვერდის ავლას ედავება.

„სწორედ ეს არის დეზინფორმაცია. ზუსტად ეს არის, რასაც წესით, უნდა ვებრძოლოთ 9 პუნქტის ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ფული ხმარდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას. როგორც ტონი, ასევე შინაარსი აღმაშფოთებელია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×