რეზონანსი
21.03.2024

რა თქმა უნდა, გვსურს უმაღლეს დონეზე ვიყოთ წარმოდგენილები ვაშინგტონის სამიტზე. ნატოდან არის სიგნალები, რომ ეს სავარაუდოდ ასეც იქნება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის" ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება უშუალოდ სამიტის შედეგებს, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და წევრ სახელმწიფოებთან იმაზე, რომ ამ სამიტიდან საქართველომ მაქსიმალურად კარგი შედეგი წამოიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ველოდებით იმას, რომ ვაშინგტონის სამიტზე ნატო მიიღებს გაფართოების გადაწყვეტილებას და უკრაინასა და საქართველოს მიიღებს თავის რიგებში. ეს მოლოდინი და ილუზია ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ამ გზაზე პროგრესი. ამას ვითხოვთ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან და იმედია, რომ გაწევრიანების გზაზე პროგრესი ამ სამიტზე საქართველოს ექნება", - აღნიშნა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×