რეზონანსი
21.03.2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან და აცხადებენ, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს.

„ველოდებოდით, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოაქვეყნებდა თავის ფინანსურ ანგარიშებს. დღემდე ეს არ ხდება და არის უტიფარი დაჩემება იმისა, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველი გუნდი უცხოურ დონორებს კვლავ მოუწოდებს დაინტერესდნენ, რისთვის ხარჯავენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს. ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არაერთი მოწოდების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ისევ დუმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×