რეზონანსი
12.03.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია „ახალის“ დაფუძნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგისთვის.

„რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×