რეზონანსი
10.03.2024

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

"რას იტყოდით, ბალანსისთვის, მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ გახდებოდა", - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×