რეზონანსი
10.03.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს მათი პარტნიორებისგან და მიუხედავად მისი უკანონო პოლიტიკური პატიმრობისა, ის მიწვეული იყო EPP-ის კონგრესზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე მიწვეული იყო პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან." - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც მან თანაპარტიელებს მიულოცა ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×