რეზონანსი
08.03.2024

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×